Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Uncategorized’ Category

პირველი დღე მიიწურა და მეტ ნაკლებად გარკვეული წარმოდგენა შემექმნა ქალაქზე. პირველ რიგში სასიხარულო ფაქტი! ინგლისურად ლომის წილი საუბრობს, ისე მაინც, რომ გაქცეული მოაბრუნოს. აეროპორტიდან ცენტრამდე 15-20 წუთის გზა არის. ბუდაპეშტის გარეუბანი არაფრით განსხვავდება თბილისისგან. საბჭოთა სტილის ე.წ. კორპუსები თუმცა ძირითადად 5 სართულიანები შევნიშნე. გზები კარგი აქვთ, სისუფთავეც მაქსიმალურად არის დაცული როგორც ქუჩებში ასევე მეტრო სადგურშიც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ნაგვის ურნები დგას. ხალხი თავაზიანი ჩანს და რატომღაც დეპრესიული სახეებით მოსიარულენი, გამიღიმეს იმ მომენტში როცა რუკა ავაფარე და დახმარება ვთხოვე :))) ევროპის უზარმაზარ სინაგოგას ვეძებდი ზოგი საით იშვერს ხელს ზოგი საით თურმე წრეებს ურტყავ ისევ ჩემით მივხვდი :))) ფიზიკურადაც ორ ნაწილად არიან გახლეჩილები ევროპული მასა თუ შეიძლება ითქვას ქერა და ღია ფერის თვალებით გამოირჩევიან მეორე მასა უფრო მუქი კანით შავგვრემნები და ტიპიური აზიური თურქებისგან არაფრით განსხვავდებიან. ენაც თურქულს მივამსგავსე, გაჭირვება აქაც იგრძნობა ბევრი უსახლკარო ხალხიც შეიჩნევა ქალაქში. ტრანსპორტი იაფია, ტაქსი როგორც აღნიშნეს ფუფუნებადაც ითვლება, გზაში წვიმამ მომისწრო მეტროს ძებნის სურვილი არ გამჩენია. 3.5 კმ მანძილის ტაქსით გავლა 2700 ფორინტი ანუ დაახლოებით 10$ დაჯდა. ერთი რასაც ვერ ვეჩვევი ამ უზარმაზარი რიცხების დამუღამებაა, რატომღაც დიდი თანხა მგონია  ))))1$ -280 ფორინტი

Read Full Post »

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

Read Full Post »